წესები და პირობები
განახლებულია: 14.11.2026
ეს წესები არეგულირებს NULI SHOP (shop.nuli.ge)-ით სარგებლობას. საიტი NULI ეკოსისტემის ნაწილია (NULI.GE, NULI CAR, NULI SHOP) და მოქმედებს ერთი NULI ანგარიშით. საიტით სარგებლობა ნიშნავს ამ წესების მიღებას.
1. ანგარიში
- ანგარიში ერთია ყველა NULI საიტისთვის; რეგისტრაცია შეუძლია 18 წელს მიღწეულ პირს.
- ანგარიშის მონაცემები უნდა იყოს ნამდვილი; პაროლის დაცვაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.
- ბიზნეს-ანგარიში (მაღაზია) აქტიურდება ადმინისტრაციის დადასტურების შემდეგ.
2. პროდუქტები და გამყიდველები
- პროდუქტს ყიდის შესაბამისი მაღაზია — ის არის გამყიდველი და პასუხს აგებს პროდუქტის ხარისხზე, აღწერაზე, მიწოდებასა და დაბრუნებაზე.
- აკრძალულია ყალბი, აკრძალული ან ლიცენზიის გარეშე გასაყიდი საქონელი (მათ შორის ურეცეპტოდ გაუცემელი მედიკამენტები).
- ფასი მითითებულია ლარში და მოიცავს გადასახადებს, თუ მაღაზია სხვას არ უთითებს; მიწოდების პირობებს აქვეყნებს მაღაზია.
- შეკვეთის დადასტურება, გადახდა და მიწოდება ხდება პირდაპირ მაღაზიასთან.
3. NTK და ფასიანი სერვისები
- NTK (NULI Tokens) არის NULI-ის შიდა ერთეული ფასიანი სერვისებისთვის (VIP, SUPER VIP, აწევა). ის არ არის ფული და არ გადაიცვლება ფულზე.
- გააქტიურებული სერვისის ღირებულება არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან ტექნიკური შეცდომისა.
- ფასები და ვადები ჩანს ჩემს პანელში და შეიძლება შეიცვალოს — ცვლილება არ ეხება უკვე გააქტიურებულ სერვისს.
4. პასუხისმგებლობა
NULI SHOP (shop.nuli.ge) არის მარკეტპლეისი და არ არის ყიდვა-გაყიდვის მხარე. გარიგების პირობებზე, ფასსა და ხარისხზე პასუხისმგებელნი არიან მყიდველი და გამყიდველი.
5. დარღვევები
წესების დარღვევისას შეიძლება პროდუქტი დაიმალოს ან წაიშალოს, ხოლო ანგარიში შეიზღუდოს. დარღვევის შესახებ შეგვატყობინეთ „კონტაქტის“ გვერდიდან.
6. ცვლილებები და კანონმდებლობა
წესები შეიძლება განახლდეს; ახალი ვერსია ქვეყნდება ამ გვერდზე. ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
7. კონტაქტი
- ოპერატორი
- შპს „რენექსთი“ (ReNext LLC)
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 442265512
- მისამართი
- საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 188
- ელფოსტა
- broker@nuli.ge
- ტელეფონი
- +995 511 14 55 33
- ჩატი
- NULI.GE კაბინეტი → ჩატი