დაბრუნებისა და მიწოდების პოლიტიკა

განახლებულია: 14.11.2026

NULI SHOP-ზე გამყიდველია შესაბამისი მაღაზია. დაბრუნება და გაცვლა ხდება მაღაზიის პირობებით და საქართველოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

დისტანციური შეძენა

  • დისტანციურად (ონლაინ) შეძენილ ნივთზე მომხმარებელს, როგორც წესი, აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება 14 კალენდარული დღის განმავლობაში ნივთის მიღებიდან, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
  • გამონაკლისებია, მაგალითად: ინდივიდუალურად დამზადებული ნივთი, მალფუჭებადი საკვები, ჰიგიენური მიზეზით დალუქული ნივთი, რომელიც გახსნილია.
  • ნივთი უნდა დაბრუნდეს გამოუყენებელი, სრული კომპლექტაციით.

წუნდებული ნივთი

წუნის შემთხვევაში მიმართეთ მაღაზიას შეკვეთის ნომრით — მაღაზია ვალდებულია შეაკეთოს, შეცვალოს ან დააბრუნოს თანხა კანონით დადგენილი წესით.

როგორ დავაბრუნო

  • ჩემი პანელი → ჩემი შეკვეთები → მაღაზიის კონტაქტი;
  • დაუკავშირდით მაღაზიას და შეათანხმეთ დაბრუნების გზა;
  • თუ მაღაზია არ გპასუხობთ 3 სამუშაო დღეში, მოგვწერეთ — დაგეხმარებით.

მიწოდება

მიწოდების ვადებს, ფასს და ზონებს აქვეყნებს თითოეული მაღაზია თავის გვერდზე და შეკვეთის გაფორმებისას.

კონტაქტი

ოპერატორი
შპს „რენექსთი“ (ReNext LLC)
საიდენტიფიკაციო კოდი
442265512
მისამართი
საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 188
ელფოსტა
broker@nuli.ge
ტელეფონი
+995 511 14 55 33
ჩატი
NULI.GE კაბინეტი → ჩატი